01:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 17:27:07, 1513 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო უწყება G7-ისა და EU-ის წევრ ქვეყნებს მიმართავს, რომ რუსეთის მიმართ ახალი სანქციები განიხილონ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიდი შვიდეულის“ ჯგუფსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართა, რათა რუსულ სარაკეტო ინდუსტრიისა და ბირთვული სფეროს მიმართ ახალი სანქციების დაწესება განიხილონ.

როგორც საგარეო უწყება აღნიშნავს, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება არის ეკოლოგიური და ტექნოლოგიური ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მსხვერპლსა და ნგრევას ისახავს.

"ჩვენ განვიხილავთ რუსეთის ფედერაციის მიერ ჰესის კაშხლის აფეთქებას, როგორც ტერორისტულ აქტს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და ნგრევის გამოწვევას.

კახოვკის ჰესზე მომხდარი ტერაქტი ადრე ინტენსიურად განიხილებოდა ხერსონის ოლქის საოკუპაციო ძალებისა და რუსული ტელევიზიის პროპაგანდისტების დონეზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის წინასწარ იყო დაგეგმილი", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დღეს დილით ააფეთქეს.

პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის თქმით, მასშტაბური ნგრევის გამო, 80 დასახლება ნაწილობრივ ან სრული დატბორვის საფრთხის ქვეშაა.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.

უკრაინის მთავარი ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-ს ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სპეციალისტები ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად მუშაობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics