17:49 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 11:16:22, 841 ნახვა

პოლიტიკა
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრებმა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით ოფიციალური წერილით მიმართეს. 

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წვრის, გიორგი ლომიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ინტერესით და პოლიტიკური მიზანშეწონილობით უნდა იხელმძღვანელოს.

"კიდევ ერთხელ წარმოვადგენთ ჩვენ დასაბუთებას და ვთხოვთ პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია. თან დავურთეთ საქმის მასალები, ორივე ინსტანციის განაჩენი. მოგეხსენებათ, ჩვენ ვაპელირებთ რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას უდანაშაულობაზე, იმაზე, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ, მიუხედავად იმისა იზიარებს თუ არა ამას საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ მოვუწოდებთ მას, იხელმძღვანელოს პირველ რიგში ქვეყნის ინტერესით, პოლიტიკური მიზანშეწონილობით და მიუხედავად თავისი პირადი შეხედულებებისა ამ საქმესთან დაკავშირებით, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია",- განაცხადა ლომიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის" დამფუძნებლი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
აქტივისტი გიორგი კირვალიძე 7 დღიანი პატიმრობის მერე იზოლატორთან ხელახლა დააკავეს
„იმედის“ მფლობელ ჰოლდინგში წილების 70% ჯამში 700 ლარად გაიყიდა
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics