17:35 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 10:35:24, 1210 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა ევროპის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს საქართველოს ბალნეო და სამედიცინო ტურიზმის პოტენციალი გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ევროპის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს საქართველოს ბალნეო და სამედიცინო ტურიზმის შესაძლებლობები და პოტენციალი გააცნო აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკომონიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათ ცნობით, მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის ფარგლებში გამართული კონფერენციის პანელში „ევროპა, როგორც მზარდი სამედიცინო და ველნეს მიმართულება.

მარიამ ქვრივიშვილმა თავის მოხსენებაში საქართველოს ბალნეო და სამედიცინო ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ, ასევე ქვეყანაში მიმდინარე თუ დაგეგმილი რამდენიმე კონკრეტული პროექტის თაობაზე დეტალურად ისაუბრა.

„უპირველესად, ეს არის აბასთუმნის პროექტი, ასევე წყალტუბო და პრემიერ-მინისტრის ინიცირებით დაწყებული ახალი, მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გულისხმობს ერთმილიარდიან ინვესტიციას, რომლის ფარგლებში მოხდება საქართველოს მნიშვნელოვანი კურორტების რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის განახლება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს კურორტების რეაბილიტაცია-განვითარების შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, მოხდება ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების, მათ შორის მხარჯველუნარიანი ტურისტების ზრდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics