01:26 - 18 Sep, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 09:56:51, 691 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 209 470-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 209 470-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 3 ივნისის 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 209 470;
  • ​ტანკი - 3 829;
  • ჯავშანტექნიკა - 7 502;
  • საარტილერიო სისტემა - 3 533;
  • სარაკეტო სისტემა - 582;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 342;
  • თვითმფრინავები - 313;
  • ვერტმფრენი - 298;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 165; 
  • საკრუიზო რაკეტები - 1 132;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 289;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 475.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აკეთებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„სფერო ჰოლდინგის“ ინოვაციური აქციის ფარგლებში, ღია ცის ქვეშ არცერთი მოქალაქე არ დარჩება
სერგეი შოიგუ ირანში ჩავიდა
კალაძე - ლეგენდების მატჩს ჩემთვის ორმაგი დატვირთვა აქვს - მიხარია, რომ ამ თამაშში მონაწილეობას მივიღებ და ასევე, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შევხვდები
ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics