|
2023-06-02 15:38:56, 1833 ნახვა
სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა მეთორმეტე გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსდამთავრებულებს სიტყვით თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. "ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. ლიცეუმის 7 სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა, კურსდამთავრებულებს კი, დაწყებითი სამხედრო მომზადების სერტიფიკატები და ლიცეუმის სამკერედე ნიშნები გადაეცათ. სამხედრო ლიცეუმი წელს 75-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 3 ოქროსა და 4 ვერცხლის მედლის კანდიდატია. 30 კურსდამთავრებული სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ აქედან 3 გოგონაა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. დღესვე, ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა ლიცეუმის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაზარეთის შენობა საზეიმოდ გახსნეს და განახლებული სარეკრეაციო ადგილი დაათვალიერეს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ლიცეუმში არსებული სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს, აშშ-ს, თურქეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო აკადემიებში. აღსანიშნავია, რომ პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ძალისხმევით აღმოსავლეთ საქართველოში გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა დაიწყო",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)