|
2023-06-02 15:31:39, 745 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კაკაურიძე - უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას
უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას,- ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე უკრაინის მიერ ავიაკომპანია Georgian Airways-ის დასასანქცირებელთა სიაში შეყვანას. კაკაურიძის თქმით, Georgian airways-ის დასანქცირება ბიუჯეტსა და ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს არ მოუტანს. "უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას. ეს ერთი, მერე მეორე Georgian airways და ნებისმიერი კომპანიის დასანქცირება, რომელიც დაარღვევს საერთაშორისო სანქციები და ამის გამო დაასანქცირებენ ეს არ არის კარგი, თუმცა ბიუჯეტსა და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება როგორიც არის Georgian airways, რა თქმა უნდა, არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი. რაც შეეხება კონკრეტული მთავრობის გადაწყვეტილებას არ ვიცი, ვის უკან რა დგას და მე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო აკეთებს ყველაფერს, იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს კომპანიების მიერ",- განაცხადა კაკაურიძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1-ელ ივნისს, უკრაინამ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი და თამაზ და დავით გაიაშვილები დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა. გარდა ამისა, სიაში შეყვანილია ასევე პრორუსი პოლიტიკოსის, ვალერი კვარაცხელიას შვილის, დავით კვარაცხელიას კომპანია. მიმდინარე წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა. პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. 19 მაისს, შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი დაეშვა. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, 16 მაისს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის ავიაკომპანია Georgian Airways-სთვის კიდევ ერთი ნებართვა გასცა. 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-იც დაიწყებს.
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)