18:42 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 16:28:51, 768 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი ზელენსკის განცხადებაზე - უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები ხშირად გვესმის

არ ვიცი, გაუგებარი არის, ალბათ, მსგავსი ფორმულირებით საქართველოს ხსენება, ამ კონტექსტში. ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან, -  ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოსა და ბელარუსთან დაკავშირებით  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას. 

დარჩიაშვილის თქმით, უკრაინა არის ომში და ყველაფერი კეთდება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. 

„ტრადიციულად, ჩვენი პოზიცია გვაქვს და ჩვენი დამოკიდებულება უკრაინის მისამართით. ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, წამოსულ გაუგებარ კომენტარებზე არ ვაკეთებთ პოზიციონირებას, პასუხს არ ვცემთ, რადგან გვესმის და მიგვაჩნია, რომ ქვეყანა არის ომში და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ და გვერდში ამოვუდგეთ. 

საქართველოს საკითხი დღეს აქტუალური იყო, როგორც მრგვალი მაგიდის ფორმატში, ისე გახსნის ცერემონიაზე. რამდენიმე ლიდერმა ისაუბრა საქართველოზე, საქართველოსთვის მხარდაჭერაზე და ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კოლეგებთან ერთად ესაუბრა საქართველოს ევროპულ მომავალზე და ევროინტეგრაციაზე", -  განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს, 1-ელ ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მეორე სამიტის ფარგლებში განაცხადა, რომ საქართველო და ბელარუსი "სხვადასხვა გზით უკანონობაში ჩაითრიეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდო
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
აქტივისტი გიორგი კირვალიძე 7 დღიანი პატიმრობის მერე იზოლატორთან ხელახლა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics