|
2023-05-31 18:02:54, 968 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - აფხაზეთი არ იყიდება, რუსეთს არ დავუჩოქებთ!
მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე სოხუმში, აფხაზეთში. აფხაზეთი არ იყიდება, რუსეთს არ დავუჩოქებთ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში რუსეთი პოლიტიკურად დამარცხდა და რუსეთის მთავრობა ვერ წარმოიდგენდა, რომ დაუმარცხებელი არ იქნებოდა. "ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ რუსეთის აგრესია ახალისებს არა ევროკავშირის და ნატო-ს გაფართოებას, ეს არის რუსეთის იმპერიალისტური ბუნება, რომელიც ყოველთვის ცდილობს დაიპყროს შეშინებით და ძალით. სამწუხაროდ, ის რეაქცია არ იყო სათანადო 2008 წელს და არ იყო სათანადო მაშინ როცა მწვანე კაცუნები შევიდნენ ყირიმში და ასეთი მიდგომა ახალისებს რუსეთს, რომ მეტი აგრესია გამოხატოს. ნატოს და ევროკავშირს უნდა ჰქონდეს სათანადო რეაქცია და ამიტომ, ჩვენთვის ნატო და ევროკავშირი არ არის მხოლოდ რეკომენდაციები ეს არის გრძელვადიანი უსაფრთხოება და უშიშროება და ჩვენ ვთვლით რომ ეს ვაჭრობა რუსეთთან არის ამორალური და არ უნდა მივცეთ საშალება რუსეთს რომ კომპენსაცია მიიღოს უკრაინაში წამოწყებული აგრესიისთვის. როგორც ისტორიამ გვასწავლა, ჩვენი მიტოვება გამიწვევს რუსეთის მხრიდან დაუსრულებენ აგრესიას. უკრაინაში რუსეთი პოლიტიკურად დამარცხდა, სამხედრო თვალსაზრისითაც დამარცხდა მრავალ ასპექტში. მათ ძალიან დიდი დანაკარგები აქვთ. მათ დაკარგეს ევროპის დანაწევრების, დაქსაქსვის შესაძლებლობა. უკრაინელების მედეგობა, ძალა, მათი ისტორიული არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ზემოხსენებული გახლავთ იმის შედეგი, რომ რუსეთის მთავრობამ ვერ გათვალა ეს ყველაფერი, ვერც წარმოიდგენდა რუსეთი, რომ დაუმარცხებელი არ იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს როდის დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები, ევროპასთან ერთად განსაზღვროს რა გახლავთ მშვიდობა. ჩვენ ნამდვილად მხარში ვუდგავართ უკრაინას, მე ვსაუბრობ საქართველოს მოსახლეობის სახელით ისევე, როგორც აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობის სახელით, რადგანაც ეს ევროპული მომავალი, თავისუფლება, მათი იდენტობის დაცვა მათთვისაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს. მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე სოხუმში, აფხაზეთში. აფხაზეთი არ იყიდება, რუსეთს არ დავუჩოქებთ!",- განაცხადა ზურბაიშვილმა. შეგახსენებთ, დღეს, 31 მაისს საქართველოს პრეზიდეტმა ევროპარლამენტს 13-წლიანი პაუზის შემდეგ მიმართა. სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 29 მაისს გაემგზავრა. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)