10:23 - 22 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 14:55:08, 943 ნახვა

ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი უმიზეზოდ შეიჭრა უკრაინაში, რათა ქვეყანა რუკიდან წაეშალა

რუსეთმა დაიწყო არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი და უმიზეზოდ შეიჭრა უკრაინაში, რათა ქვეყანა რუკიდან წაეშალა,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე GLOBSEC-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლაიენის თქმით, უკრაინელი ხალხი წლების განმავლობაში ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლის შემოქმედი იყო.

"გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე თქვენ განიხილავდით ომის გამომწვევ მიზეზს. ასე რომ, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომი. უმიზეზოდ, იგი შეიჭრა უკრაინაში, რათა წაეშალა ქვეყანა რუკიდან. რუსეთი უარს ამბობს უკრაინის დამოუკიდებელ ქვეყნად მიღებაზე. მაგრამ უკრაინელების ნებამ, იბრძოლონ და იყვნენ თავისუფლები, გააოცა მსოფლიო. უკრაინელებმა მტკიცედ იციან თავისი ადგილი და უკრაინელი ხალხი წლების განმავლობაში იყო უკრაინისკენ ევროკავშირისკენ სვლის არქიტექტორი, ეს მათ არაერთხელ დაადასტურეს სიმამაცით და თავდადებით. ჩვენ ვერასდროს შევედრებით უკრაინელების თავდადებასა და სიმამაცეს",- განაცხადა ლაიენმა.

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი გადამწყვეტი მომენტია ევროპისთვის.

"ეს არის უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილება და მისი ხალხის მკაფიოდ გამოხატული ნება, მიიღოს ევროკავშირის ღირებულებები. ამით ისინი ასევე იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის",- დასძინა ლაიენმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა გუშინ, 30 მაისს მიიღო. მთავრობის მეთაურმა დისკუსიის დროს განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი კონგრესმენ უილსონს - მადლობა ქართველი ხალხის ამდენად ღირებულებითი მხარდაჭერისთვის
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი - საქართველოს ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია.
სენატორი ვიკერი - მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, დაუწესოს სანქციები ივანიშვილს, კალაძეს და კობახიძეს
ჭავჭავაძის გამზირზე ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე გაჩნდა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics