2023-05-30 13:58:14, 794 ნახვა
პოლიტიკა
ჰოჯესი ღარიბაშვილის გამოსვლაზე - წარმოუდგენელია... რა დაემართა საქართველოს?
რა დაემართა საქართველოს?- ასე ეხმაურება აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებულ განცხადებებს.
ჰოჯესის თქმით, წარმოუდგენელია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრას NATO-ს გაფართოებას აბრალებს.
"წარმოუდგენელია...საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრას NATO-ს გაფართოებას აბრალებს. რა დაემართა საქართველოს?",- წერს ჰოჯესი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა დღეს, 30 მაისს მიიღო.
ღარიბაშვილი სლოვაკეთში 29 მაისს გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს იმართება. პრემიერი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,