|
2023-05-30 12:33:10, 724 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - 2008 წელს რომ მთავრობაში ვყოფილიყავით, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ომი
2008 წელს, ჩვენ რომ მთავრობაში ვყოფილიყავით, ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო იმ დროს, მაშინ ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ომი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა. პრემიერის თქმით, 2008 წელს ომს და რუსეთის აგრესიას საკმარისი ყურადღება არ მიექცა და რუსეთისთვის სანქციები არავის დაუწესებია. „არ მინდა დეტალებზე საუბარი ამ საკითხზე, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება, საკუთარი. ჩვენ რომ მთავრობაში ვყოფილიყავით, ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო იმ დროს, მაშინ ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი. საქართველო პატარა ქვეყანაა, მხოლოდ 4 მილიონი მოსახლეობა ჰყავს, კარგად არის აღჭურვილი, ჯარიც კარგი ჰყავს, მაგრამ მაინც პატარაა ქვეყანა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ქვეყანა არ არის არც ევროკავშირის, არც ნატო-ს წევრი, როდესაც არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ ის ომი, არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ დამანგრეველი იყო ჩვენთვის. შედეგი ის არის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ იმ დროს ომს არ მიექცა საკმარისი ყურადღება. იმ აგრესიას, რუსეთის აგრესიას არ მიექცა საკმარისი ყურადღება. არავინ არ დაუწესა რუსეთს სანქციები“,- განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა კითხვას, უნდა დაეწესებინათ თუ არა 2008 წელს სანქციები. „ასე ვფიქრობ, ასე მწამს. ჩვენთვის რა განსხვავება აქვს ხომ. ჩვენი ომი იყო ჩვენი ომი. ახლა რასაც ვხედავთ უკრაინაში, ეს კატასტროფულია, რა თქმა უნდა. ათასობით ადამიანი კვდება ყოველდღიურად და ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება",- დასძინა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)