18:05 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 10:56:24, 1892 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინამ მოსკოვზე თავდასხმისთვის 8 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა

უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა მოსკოვზე თავდასხმისთვის 8 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, 3 დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით მოიგერიეს, რის შედეგადაც მათ კონტროლი დაკარგეს, 5 დრონი კი Pantsir-S1-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის საშუალებით ჩამოაგდეს.

"დღეს დილით კიევის რეჟიმმა ქალაქ მოსკოვის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განახორციელა. თავდასხმაში 8 უპილოტო საფრენი აპარატი იყო ჩართული. მტრის ყველა დრონი განადგურებულია. მათგან 3 რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით მოვიგერიეთ, ხოლო 5 Pantsir-S1-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის საშუალებით ჩამოვაგდეთ",- აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია ასევე, რომ რუსეთმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ გამთენიისას, მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატები [დრონები] ორ საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
LEAF და საქართველოს ბანკი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს იწყებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics