|
2023-05-27 18:29:50, 1126 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ორ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო ერთ პირს დანაშაულის დაფარვის მუხლებით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა მასთან სტუმრად მყოფ პირს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა გვამი სოფელ აჭყვისთავის ტერიტორიაზე წაიღო და დაუსახლებელ ადგილას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებული პირის დახმარებით დამარხა, ხოლო თვითონ საქართველოს ტერიტორია დატოვა და მიიმალა. "გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ორი ბრალდებული განზრახ მკვლელობის ფაქტის თვითმხილველი გახდნენ, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორია მკვლელობის დღესვე დატოვა და მიიმალა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა სამი პირი 26 მაისს, დანაშაულის შეუტყობინებლობის და დანაშაულის დაფარვის მუხლით დააკავეს. აქედან ორ პირს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ. ხოლო ერთ პირს ბრალდება 375 -ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა. პროკურატურამ, ოთხივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)