|
2023-05-26 14:24:30, 847 ნახვა
პოლიტიკა
არახამია - ქართველ ხალხს ისტორიულ არჩევანს ვერავინ შეაცვლევინებს, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება უსამართლოდ დევნილი ხალხის ბედი
უკრაინის უზენაესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც არახამია სოციალურ ქსელში წერს, "ქართველ ხალხს ისტორიულ არჩევანს ვერავინ შეაცვლევინებს, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება უსამართლოდ დევნილი ხალხის ბედი". "დამოუკიდებლობის დღე დიადი ეროვნული დღესასწაულია. ყოველი წლის ეს დღე შეხსენებაა თავისუფალი არჩევანის განუხრელობისა, მისი განმტკიცებისა და დაცვისა. არ არსებობს გარანტირებული თავისუფლება, არსებობს ურყევი ნება განამტკიცო სახელმწიფოებრივი შეგნება, უერთგულო ისტორიული ამოცანის იდეალებს. სწორედ, ამ გზაზე დგას საქართველო, რომელმაც 2008 წელს შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა და ევროპული არჩევანის ერთგული დარჩა. დაუშვებელია, კომპრომისი დიდი მიზნის დამცრობის ხარჯზე. დასანანია, რომ ევროპული არჩევანის სიმბოლური გამოხატულება არ ბრწყინავს საზეიმო დღეს. ქვეყნისთვის ყველაზე სანუკვარ დღესასწაულზე ბუნდოვანი რჩება მომავლის გეზი. თანდათან ფერმკრთალდება დიდი მიზნისთვის თავგანწირული ბრძოლით მოპოვებული მკვეთრი კონტურები. ქართველ ხალხს ისტორიულ არჩევანს ვერავინ შეაცვლევინებს, მაგრამ აუცილებლად შეიცვლება უსამართლოდ დევნილი ხალხის ბედი. თავისუფლების მტერი რუსეთი დამარცხდება თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხების გაუტეხელი სულისკვეთების წინაშე. საქართველო და უკრაინა გათავისუფლდება ოკუპაციის მტანჯველი ბოროტებისგან. საქართველო, წინ ევროპისკენ! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!"- წერს არახამია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)