|
2023-05-26 14:17:07, 1106 ნახვა
სამართალი
Reuters - სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის $926 მლნ-ის კომპენსაციის გადახდა დააკისრა
სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს სქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალის გამო, 926 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, Credit Suisse-ი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეშფოთებულია და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. „განაჩენი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა არასწორია და ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ დარღვევებს შეიცავს. ვგეგმავთ მტკიცედ განვაგრძოთ გასაჩივრების პროცესი“,- აღნიშნულია შვეიცარიული ბანკის განცხადებაში. Reuters-ის ცნობით, სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბანკის რიგებში მყოფი თაღლითი და ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირი, პატრიკ ლესკოდრონი 9 წლის განმავლობაში ტრასტიდან მილიონობით დოლარს ფლანგავდა, რითიც ბრალდებულმა თავისი აქტივების დაცვის მოვალეობა დაარღვია. გამოცემის ცნობითვე, ბიძინა ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია, დაკარგული თანხების გარდა იმ მიუღებელ შემოსავალსაც მოიცავს, რომელსაც "ოლიგარქი" აქტივების თაღლითობის გარეშე მართვის შემთხვევაში მიიღებდა. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან 2011 წელს დაიწყო, როდესაც ის კერძო საბანკო სფეროში კლიენტი იყო. სწორედ, მაშინ გახდა ცნობილი რომ ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკოდრონი იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან. ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიაში რამდენიმე საჩივარი შეიტანა და „კრედიტ სუისის“ ბერმუდის შვილობილ კომპანიას უჩივლა. Credit Suisse-ი, დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი იყო წარმატებული თაღლითი ოპერატორი, რომელიც 2018 წელს სისხლის სამართლის წესით დამნაშავედ ცნეს და 2020 წელს ვადამდელი გათავისუფლების შემდეგ, თავი მოიკლა. ლესკოდრონის წინააღმდეგ შვეიცარიაში წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადგინდა, რომ ბანკი დამნაშავე მხარე იყო. 2022 წლის მარტში ბიძინა ივანიშვილმა მოიგო 607 მილიონი დოლარის ღირებულების სასამართლო დავა ბერმუდის სასამართლოში, რომელმაც დაადგინა, რომ „კრედიტ სუისის“ ადგილობრივმა სადაზღვევო განყოფილებამ თვალი დახუჭა ლესკადრონის თაღლითობაზე.
ლევან დავითაშვილი- ჩვეულებრივ მიწევს ხოლმე საქმის გამო ვიზიტები, თითქმის ყოველ კვირას
ზალუჟნიმ პირველად ისაუბრა ზელენსკისთან კონფლიქტზე
უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიისა და დიზელის მიწოდების შეწყვეტით იმუქრებიან
ბრალდებული კაკულია - კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს, ეს არის მედიის მოგონილი ვერსია, ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა
|
რედაქტორის რჩევით
ეროვნული ბანკი იუანის რეზერვებს დივერსიფიკაციის სტრატეგიის ნაწილად განიხილავს
ფარიკაობის მსიფლიო ჩემპიონატები საქართველოში უსმანოვის მოთხოვნით გაიმართა, იმისთვის რომ რუსებს პრობლემები არ შექმნოდათ
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ პირველად ისაუბრა ზელენსკისთან კონფლიქტზე
Axios: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები მედინსკის გამო ჩიხში შევიდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)