22:14 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 21:25:57, 1387 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ საგარეჯოს რაიონში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს  რაიონში ჩადენილი განზრახ მკვლელობის  ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 მაისს, ბრალდებული ყაზახეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოვიდა მეგობარ ქალთან ერთად და დაბინავდა სასტუმროში.

ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ქალს ავტომანქანა უნდა შეეძინა და ინახავდა თანხას. ბრალდებულმა  ხსენებული თანხის დაუფლების მიზნით 21 მაისს,  მეგობარი ქალი  თბილისიდან მოტყუებით წაიყვანა კახეთში და მდინარე იორის დამბასთან, თავში აგურის ჩარტყმით მოკლა.

ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ქალის გვამი  მდინარე იორში გადააგდო, თავად კი დაეუფლა მის მობილურ ტელეფონს და თანხას  7100 აშშ დოლარს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 მაისს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის  109-ე მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტით  ( განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ანგარების მოტივით)  წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics