|
2023-05-24 17:12:56, 693 ნახვა
პოლიტიკა
წაქაძე - საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა ჰაერივით სჭირდება
ისინი [ევროკავშირი] თუ ჩვენი პარტნიორები არიან, უნდა გაიგონ, რომ საქართველოს [რუსეთთან] ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა. როგორც წაქაძემ აღნიშნა, საქართველოს პოზიცია თავიდანვე ნათელი იყო და დაფიქსირდა, რომ საქართველო ვერ ჩაერთვებოდა იმ რეგულაციებში, რომელიც ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ დააწესა, რადგან "სხვანაირად ჩვენ ვერ ვიარსებებთ". "ისინი [ევროკავშირი] თუ ჩვენი პარტნიორები არიან, უნდა გაიგონ, რომ საქართველოს [რუსეთთან] ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება. სხვანაირად ჩვენ გაგვიჭირდება და ვერავინ გვეხმარება. დაველოდოთ რას იტყვიან. დარწმუნებული ვარ, თუ ისინი [ევროკავშირი] ანალიზს გააკეთებენ, თუ რას აკეთებს საქართველო და როგორ სჭირდება ეს, სხვანაირად ჩვენ ვერ ვიარსებებთ, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვერ ჩავერთვებით იმ რეგულაციებში, რაც ევროპამ დააწესა და ეს იციან. თვითონ ევროპა იძულებულია, ყველაზე საჭირო პროდუქცია მისგან [რუსეთისგან] იყიდოს, მაგალითად, ამერიკელები ყიდულობენ სასუქს, ევროპელები გაზს, უამრავ პროდუქტს სხვადასხვა ლითონებს და ა.შ. და რატომ ყიდულობენ, რადგან ეს სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ. ასევე ჩვენ გვესაჭიროება ურთიერთობა ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი პროდუქცია სჭირდება", - ამბობს ბეჟან წაქაძე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)