|
2023-05-22 21:39:54, 717 ნახვა
პოლიტიკა
შემოსავლების სამსახურის განცხადება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებით და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ვასილ ურუშაძის მიერ, გავრცელებულ განცხადებას საქართველოში სანქცირებული კომპანიის კუთვნილი ტვირთის შემოტანის თაობაზე და განმარტავს შემდეგს: მიმდინარე წლის 18 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანის" გავლით, საქართველოში შემოვიდა 58 სარკინიგზო ვაგონის შემადგენლობა, საიდანაც 31 ვაგონი არის ცარიელი, ხოლო დანარჩენ სარკინიგზო ვაგონებში განთავსებულია საქართველოში რეგისტრირებული ქართული კომპანიების (უწყება თავს იკავებს ექსპორტიორი კომპანიის და მიმღები კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) დანიშნულებით გამოგზავნილი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურისათვის განკუთვნილი საქონელი. აღნიშნული ექსპორტიორი კომპანიები არ არიან მოხვედრილი სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ გამოქვეყნებულ, სანქცირებული პირების ჩამონათვალში. ამასთან, კომპანიებს, აღნიშნული საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში გაფორმების მიზნით, დეკლარირების პროცესი ჯერ არ განუხორციელებიათ. აქვე განვმარტავთ, რომ მომართვის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, კანონმდებლობის შესაბამისად, განახორცილებს საბაჟო კონტროლის ღონისძიებებს, მათ შორის სანქციების აღსრულების მიმართულებით. შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველა მედია საშუალებას თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და აღნიშნავს, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტზე უწყება რეაგირებს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)