19:23 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 16:36:23, 1638 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი - სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს

სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს,- აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად მას სჭირდება, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებების საკითხი ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში იყოს განხილული. 

"სომხეთი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა 86 600 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში.

ჩვენი აზრით, აზერბაიჯანი მზადაა, აღიაროს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა 29 800 კვადრატულ კილომეტრზე. ეს 86.6 ათასი კვადრატული კილომეტრი მოიცავს მთიან ყარაბაღსაც, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში უნდა განიხილებოდეს",- განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, 14 მაისს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უმასპინძლა, სადაც მათ 1991 წლის ალმათის დეკლარაციისა და სომხეთის (29,800 კმ2) და აზერბაიჯანის (86,600 კმ2) შესაბამისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ცალსახა ერთგულება დაადასტურეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics