|
2023-05-21 15:53:20, 1032 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ქართულ სპეცსამსახურებს დააბრალო რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად რაღაცის კეთება, არის მავნებლობა
ქართულ სპეცსამსახურებს დააბრალო რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად რაღაცის კეთება, არა დანაშაულის, ნებისმიერი რაღაცის, კეთილშობილური საქმეც კი რომ იყოს, ასეთი ვერ წარმომიდგენია მაგრამ, რამეს რომ დააბრალებ ერთად ამ ორ სპეცსამსახურს, ეს არის მავნებლობა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ნიკა გვარამიას ლიკვიდაციის თაობაზე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელთან ინტერვიუს. მდინარაძის თქმით, მის ხელთ არსებული მწირი ინფორმაციის მიხედვით, გვარამიას საქმეში მკვლელობის შეკვეთის ფაქტი არ დასტურდება, თუმცა, მან ჟურნალისტს საგამოძიებო ორგანოებთან ინფორმაციის გადამოწმებისკენ მოუწოდა. მამუკა მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ იმ ადამიანის საუბარი, რომელიც პოლიტიკური დევნილის სტატუსის მისაღებად ან გარკვეული თანხის სანაცვლოდ აჟღერებენ სხვადასხვა ვერსიებს, ამოსავალი წერტილი ვერ იქნება. "თუ არ მეშლება, თავად ნიკა გვარამიამ და სავარაუდოდ მისმა ადვოკატებმაც უნდა იცოდნენ დეტალები, იმიტომ რომ მათ შეიძლება გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდეთ ამ საქმესთან დაკავშირებით დადებული. რა ინფორმაციაც მე მაქვს და უკაცრავად თუ ის ძალიან მწირია და არ არის ბოლომდე ინფორმატიული, საერთოდ ამ ინფორმაციის რეალობა უნდა იყოს გამორიცხული როგორც მე ვიცი, ეს შეიძლება დადასტურდეს უწყებებთან. მკვლელობის შეკვეთაზე ხომ იყო ლაპარაკი? - მე რა ინფორმაციაც მაქვს და უკაცრავად რომ მწირია ეს ინფორმაცია, საერთოდ მკვლელობის შეკვეთის ფაქტი არ დასტურდება, ოღონდ მე ზუსტად არ ვიცი. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან. მაშინვე იყო ბევრი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ზოგი საჯარო, ზოგი - არასაჯარო. მე რა ინფორმაციაც მაქვს და შეიძლება ვცდებოდე-მეთქი, უშუალოდ გამომძიებლისგან რომ მქონდეს, მაშინ პირდაპირ ვილაპარაკებდი მაგრამ, თუ ასე ზოგადად გავრცელებულ ინფორმაციებში არ ვცდებით, მკვლელობის შეკვეთის ფაქტიც არარეალური უნდა იყოს, მაგრამ გადააზუსტეთ, მე რომ არ ვცდებოდე. კონკრეტულ ადამიანს ვის მოისყიდის ვიღაც ან არ მოისყიდის რაღაც მიზნებით, პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღება რომ უნდა, ეს ადამიანი ხომ არ არის შემთხვევით, მოიკითხეთ, მე არ ვცდებოდე. ამ მიზნით და კიდევ გარკვეული თანხების სანაცვლოდ ვიღაცები რაღაცებს რომ ლაპარაკობენ და თან თქვენ როგორც ამატებთ, რუსული წყაროები, ჩვენთვის არ არის ამოსავალი. გამოძიებას ჰკითხეთ და გააკეთებს ალბათ განმარტებას ამასთან დაკავშირებით.“ - აღნიშნა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
მოსკოვში დრონების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა და გადაიდო
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)