|
2023-05-20 23:18:44, 1168 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - რაც დღეს საქართველოში ხდება არის ჩვენი სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის შელახვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ყვარელში იმყოფება, სადაც ლავროვის სანქცირებული შვილის ვიზიტს აპროტესტებს. მისი თქმით, რაც დღეს საქართველოში ხდება არის ჩვენი სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის შელახვა. “ქართულ ტრადიციებზე უყვარს ხოლმე საუბარი ირაკლი ღარიბაშვილს, რუსულ პარტიას საქართველოში და ამასობაში დღეს მთელი დღის განმავლობაში იცავენ პუტინის, ლავროვის, იმ ხალხს, რომელიც საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს, ვინც მოგვიკლა ანწუხელიძე, ვინც მოგვიკლა უამრავი გმირი, ვინც დახოცა ჩვენი მშობლები, აწამა ბავშვები. მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეს ხარებას ზონდერ ბანდაა, რადგან წესიერი პოლიციელი არ იკადრებს ლავროვის სანქცირებული შვილის დაცვას. კიდევ ვიმეორებ, რომელ ქართულ ტრადიციულ ოჯახში ითქმება საქართველოს სადღეგრძელო და სად მოიხსენიებენ, როგორ მოიხსენიებენ პუტინს და ლავროვს. იმ ადამიანს როგორ მოიხსენიებენ ქართულ ტრადიციულ ოჯახებში ,სადაც ლავროვის და პუტინის დამცველი შეიძლება მოიძებნოს. დაფიქრდეს აბა საქართველოს მოქალაქეები და საზოგადოება, თუმცა ხალხი ბრძენია და კარგად ხვდება დაფიქრების გარეშეც, ანალიზს მარტივად აკეთებენ. საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ტრიუკი ჩაატარა. გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, გავიდა ეს ხალხი და აღარაა სასტუმროშიო. ჟურნალისტები აქ ხართ და დაინახეთ, რომ ვინმე გაიყვანეს? ეს არის ტყუილი იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს, პრობლემები არ შეექმნას ლავროვს და მისი ოჯახის წევრებს, რომ კრემლს აჩვენონ რომ იცავენ, იცავენ ნიღბიანები, სპეცრაზმი, ჩვენს ხალხს რომ ავიწროებენ, უკრაინელ ბავშვებს რომ ხოცავენ და ჩვენც კარგი დღე არ დაგვაყენეს, სანქცირებულები რომ არიან, აი, ამ ადამიანების ოჯახის წევრებს იცავენ. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის შელახვა. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო - არ უნდა იყოს დაღლა, უიმედობა, გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ოღონდ ამას ქართველი ხალხის ერთიანობა, ერთიანი პოზიცია სჭირდება. როგორც გვჩვევია ქართველ ხალხს მძიმე ისტორიულ პერიოდში, მძიმე ისტორიული პერიოდია, როდესაც რუსულ პარტიას ამ ქვეყნის რუსულ გუბერნიად უნდა გადაქცევა, მოქალაქეების 90% კი ურყევად ამბობს, რომ ევროკავშირში უნდა. რატომ გვინდა ევროკავშირში? რადგან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა იყოს უზრუნველყოფილი, თავისუფლება, დემოკრატია გვინდა. წარმოიდგინეთ ოჯახში რომ შემოგივარდნენ, დაგიხოცოს ოჯახის წევრების 40 პროცენტი და 2-3 წლის შემდეგ ოჯახში რომ მასპინძლობთ. ასეთი რამე სადმე გაგიგონიათ? თქვენ ოჯახში შემოუშვებთ თქვენი შვილების, თქვენი დედების, მამების მკვლელს? და განა მთელი საქართველო ერთი დიდი ოჯახი არ ვართ? განა სხვანაირი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები გვაქვს? და რას ცდილობს ახლა რუსი ოლიგარქი, რომ გადაგვაჯიშოს, ჩვენი იდენტობა დაგვაკარგვინოს და იმ ხალხს, ვინც ჩვენს შვილებს, დედებს, მამებს ხოცავდა, ვინც ტერიტორიებს გვართმევს, ვინც უკრაინაში ბარბაროსობას სჩადის ჩვენ უნდა ვუმასპინძლოთ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
მოსკოვში დრონების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა და გადაიდო
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)