2023-05-20 17:37:23, 1045 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მივიღე პირობა შსს-ს მინისტრისგან, რომ ოჯახი წასულია და დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება
მივიღე პირობა შსს-ს მინისტრისგან, რომ ოჯახი წასულია და ქორწილი აღარ ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მიღებული გადაწყვეტილება არის საზოგადოების კიდევ ერთი გამარჯვება, როგორიც იყო გავრილოვის საქართველოდან წასვლა.
„მივიღე ბოლოს პირობა შსს-ს მინისტრისგან რომ წასულები არიან ის ოჯახი, ის ადამიანები რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ქორწილი ამდენად აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება, რომელიც თავის დროზე გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ყვარლის ტბასთან აქციაზე, სადაც აქტივისტები ლავროვის ოჯახის დასანქცირებული პირების კახეთში გასამართ ქორწილს აპროტესტებდნენ, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,