01:20 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 14:59:20, 624 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - როდესაც მიზანმიმართულად ცდილობს ვიღაც ნიჰილიზმის კამპანიის წარმოებას, არის ძალიან მძიმე - კარგია, თუ მოხდა შეცდომის აღიარება

როდესაც მიზანმიმართულად, მით უმეტეს, არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცდილობს ვიღაც ნიჰილიზმის კამპანიის წარმოებას, არის ძალიან მძიმე,  თან იმ ფონზე, როდესაც გასული ორწელიწად ნახევრის განმავლობაში, ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კომპანია „მაკდონალდსის“ მიერ გამოკრულ ბანერებზე დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, ნიჰილიზმის დათესვა და არასწორი მონაცემების გავრცელება, თითქოს  235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და კომპანიის მიერ შეცდომის აღიარება მისასალმებელია.

„რა თქმა უნდა, ასეთ დროს, ნიჰილიზმის დათესვა არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, თუ შეცდომა აღიარებული იქნა და იმედია, მომავალში ასეთი რამ არ მოხდება.

ზოგადად, საკუთარი ქვეყნის მიმართ იმედგაცრუების ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნა უბრალოდ არასწორი ქმედებაა და ასეთ ფაქტებს უნდა გაეცეს პასუხი. თუ მოხდა შეცდომის აღიარება,  ეს არის ძალიან კარგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
მოსკოვში დრონების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა და გადაიდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics