|
2023-05-17 23:26:24, 1185 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ენმ რუსი ოლიგარქისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, პარტიაზე თავდასხმები ყველა მხრიდან მიმდინარეობს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს მთავარ საფრთხეს რუსი ოლიგარქისთვის და სწორედ ამიტომ, ყველა მხრიდან მიმდინარეობს თავდასხმები ჩვენს პარტიაზე. სამწუხარო რეალობაა, რომ ამ საქმეში დიდი ენთუზიაზმით გარკვეული ოპოზიციური წარმომადგენლობაც ჩაერთო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ქვეყნის მთავარი საფრთხე არის რუსული პარტია და რუსი ოლიგარქი, აქედან გამომდინარე ყველა პროპუტინისტური ძალის წინააღმდეგ ის უკომპრომისო იქნება და არ მოერიდება რადიკალურ და მძიმე გადაწყვეტილებებს. „ამ ურთულეს გზაზე, პროპუტინისტური ძალის წინააღმდეგ უკომპრომისო ვიქნები ყველა გადაწყვეტილებაში, რაც უკავშირდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" ზიანის მიყენებას და რუსული პარტიისთვის კოჭის გაგორებას. ამ რთულ გზაზე, არ მოვერიდები - რადიკალურ, მძიმე გადაწვეტულებებს, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ამომრჩევლის, ხალხის ინტერესებიდან. სწორედ ამიტომ ხდება უპრეცედენტოდ ღიად, გამჭირვალედ ენმ - ში არჩევნები და შიდადემოკრატია, რომ ყველამ იცოდეს კაბინეტებში, ოთახებში გადაწყვეტილება აღარ მიიღება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხალხის პარტია. არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ქვეყნის მთავარი საფრთხე - რუსული პარტია და რუსი ოლიგარქი. უმნიშვნელოვანესია, ჩვენს მოქალაქეებს, ხალხს ვესაუბროთ მათთვის გასაგებ ენაზე, მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე და ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანის გზებზე. ყველაზე მეტი დრო, ენერგია უნდა დავხარჯოთ ხალხის პრობლემების მოგვარებაზე, რუსული პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ მისი მარცხის ფორმულა პრეზიდენტ სააკაშვილის თაოსნობით - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", გაერთიანებული ოპოზიციური გუნდი - ნამდვილი ოპოზიცია და სამოქალაქო ერთსულოვნებაშია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს მთავარ საფრთხეს რუსი ოლიგარქისთვის და სწორედ ამიტომ, ყველა მხრიდან მიმდინარეობს თავდასხმები ჩვენს პარტიაზე. სამწუხარო რეალობაა, რომ ამ საქმეში დიდი ენთუზიაზმით გარკვეული ოპოზიციური წარმომადგენლობაც ჩაერთო. ხალხი ყველაზე კარგად ხედავს და არჩევს ტყუილს - სიმართლეს. ყველაზე მეტად გვჭირდება მობილიზება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რომელსაც რუსული პარტია მიზანმიმართულად ანგრევს. ნაციონალური მოძრაობა თანამშრომლობს და მომავალშიც ითანამშრომლებს ყველა პროდასავლურ / პროქართულ პარტიასთან, სამოქალაქო ჯგუფებთან და იქნება ავანგარდში რუსული რეჟიმის დამარცხებაში.” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია. პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს. ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)