13:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 16:51:37, 1157 ნახვა

პოლიტიკა
დუდა - პოლონეთი ერთგული დარჩება იმ გეგმებისა, რომლებიც მოლდოვისა და საქართველოს დახმარებისკენ არის მიმართული

პოლონეთი ერთგული დარჩება იმ გეგმებისა, რომლებიც მოლდოვისა და საქართველოს დახმარებისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ რეიკიავიკში გამართულ ევროპის საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა განაგრძოს მუშაობა, რათა დაჩქარდეს ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

"მივესალმებით ევროპის საბჭოს მიმდინარე ძალისხმევას, მხარი დაუჭიროს უკრაინას სამოქმედო გეგმით, რომელიც კონცენტრირებულია გამძლეობაზე, აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე. ეს ჩვენი ორგანიზაციის რელევანტურობისა და მნიშვნელობის კიდევ ერთი დასტურია. პოლონეთი ამ სამოქმედო გეგმის მხარდაჭერისადმი ერთგული დარჩება და ასევე იმ გეგმების, რომლებიც მიმართულია მოლდოვისა და საქართველოს დახმარებისკენ. ჩვენ გამოცდილებით ვიცით, რომ ევროპის საბჭოს დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი იმ წევრებისთვის, რომელთა მიზანიც ევროკავშირში გაწევრიანებაა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ერთად მუშაობა, რათა დავაჩქაროთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირისკენ გზაზე", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics