|
2023-05-16 13:37:11, 818 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია - ძალიან სახიფათოა, რაც ხდება რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების დანიშვნასთან დაკავშირებით
ჩვენს ქვეყანაში ვიწროვდება ყველა სივრცე, რომელიც თავისუფალი აზრის და მოქმედების შესაძლებლობას ქმნიდა. ძალიან სახიფათოა, რაც ხდება რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების დანიშვნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. კორძაიას თქმით, არც ერთი სერიოზული განცხადება ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულის უარყოფასთან დაკავშირებით არ მომხდარა. „თქვენი პარტიული ლიდერები აცხადებენ, რომ ეს არის ძალიან კარგი, რომ მილიონი ქართველია თურმე რუსეთში. იმ ფონზე, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვაფრთხილებენ, რომ რუსეთიდან ფრენების აღდგენის შემთხვევაში, ფრენის უსაფრთხოება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ეს თვითმფრინავები არ რემონტდება, ისინი აკრძალულია ჩვენს ყველა პარტნიორ სახელმწიფოში და ეს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის სანქცირებას. თუ ამას დაუშვებთ, ეს იქნება სწორედ საკუთარი მოქალაქეების, საკუთარი ქვეყნის მტრობა იმიტომ, რომ თქვენივე ყველა გამოკითხვით საქართველოს მოქალაქეების 80 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და თქვენ უშვებთ იმას, რომ სწორედ იმ სამყარომ, რომელშიც ინტეგრაცია უნდათ ჩვენს მოქალაქეებს, დაგვიწესოს სანქციები ფრენების აღდგენის გამო", - განაცხადა თამარ კორძაიამ. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განსახორციელებლად ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე აუცილებელი ნებართვა გუშინ, 15 მაისს გაიცა. ირკვევა, რომ ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულების ნებართვა მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით გაიცა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება. „აზიმუტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი 19 მაისიდან ყოველდღიურად შესრულდება.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)