05:05 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 14:55:13, 760 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა. წლიური ანგარიში ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა წარადგინა. 

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ორგანიზაციის გამგეობასა და რეგიონული საბჭოების ხელმძღვანელებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს თბილისის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, აჭარის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოების ხელმძღვანელებმა. 

„პარტიის ქალთა ორგანიზაციის ერთწლიანი ინტენსიური სამუშაო შეჯამდა, ანგარიში ჩავაბარეთ ორგანიზაციის საბჭოს და გამგეობის წევრებს, პარტიის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ მდივანს. შევაჯამეთ ორგანიზაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელთა შორისაა „ფემ ტექ ფესტივალი“, „ვარდისფერი ოქტომბერი“, 16-დღიანი კამპანია ძალადობის წინააღმდეგ, სხვადასხვა შეხვედრები, ტრენინგები, სტრუქტურის ფორმირება და სხვა. რაც მთავარია, ერთი წლის მუშაობის ძირითადი ხაზი და მიზანი, რისთვისაც ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა, იყო ქალების ხმა პარტიაში, ჩვენი პარტიის წევრ ქალებთან აქტიური კომუნიკაცია და ქალ ამომრჩეველთა ინტერესების დაცვა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics