|
2023-05-15 11:54:56, 971 ნახვა
მსოფლიო
ტაილანდში დემოკრატიული ოპოზიცია თითქმის 10 წლის შემდეგ ხელისუფლებაში ბრუნდება
ოპოზიციური პროდემოკრატიული პარტიები Move Forward და Feu Tai (ტაილანდელებისთვის) დიდი უპირატესობით უგებენ სამხედრო მხარდაჭერილ სახალხო სახელმწიფო პარტიას და ტაილანდის გაერთიანებულ ერების ჯგუფს, - იუწყება Reuters. ხმების 99%-ის დამუშავების შედეგებით, "წინ მოძრაობა" და "ფეუ ტაი" ხმების 26 და 25%-ს აქვთ და შეუძლიათ პარლამენტში, შესაბამისად, მოითხოვონ 130 და 125 (500-დან) ადგილი. სამხედროების მხარდაჭერილი პარტიები ძალაუფლებას კარგავენ და შედეგად, პარლამენტში არაუმეტეს 55 და 50 მანდატს მიიღებენ. მესამე ადგილზე, ორი ოპოზიციური პარტიის შემდეგ, არის Phumchai Thai (Thai Pride Party), რომელიც, წინასწარი მონაცემებით, მიიღებს 70 საპარლამენტო მანდატს. საერთო ჯამში, ტაილანდში ხმის მიცემის უფლება აქვს დაახლოებით 52 მილიონ ადამიანს (66 მილიონი მოსახლეობისგან). პარლამენტის ქვედა პალატის 500 წევრიდან 400 არჩეულია ერთმანდატიანი ოლქებიდან, ხოლო დანარჩენი 100 პარტიული სიებით. 2014 წელს ტაილანდში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რის შემდეგაც მთავრობის მეთაური შეიარაღებული ძალების მეთაური გენერალი პრაიუტ ჩან-ოჩა გახდა. მეფე ბუმიბოლ ადულიადეი, რომელსაც აქვს მთავრობის მეთაურის დანიშვნის უფლება, დროებითი კაბინეტის ხელმძღვანელად დაამტკიცა. ჩან-ოჩა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დაჰპირდა, მაგრამ ისინი მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შედგა და შედეგად გენერალმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)