|
2023-05-15 10:31:33, 918 ნახვა
ეკონომიკა
სიღნაღში 5 ჰა-ზე ლოკოკინების ფერმა „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გაშენდა
სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში კომპანია „სნეილ გარდენმა“, „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, ლოკოკინების ფერმა გააშენა. მოსავალი წელს პირველად მიიღეს და პროდუქცია ექსპორტზე, იტალიაში უკვე გავიდა. „საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი მცირე და საშუალო ბიზნესებებს აქტიურად უჭერს მხარს. აღნიშნულ პროექტში ბანკის ინვესტიცია 1 200 000 ლარს შეადგენს. „კომპანია „სნეილ გარდენი“ 2021 წელს შეიქმნა, რომელიც სტარტაპ კომპანიას წარმოადგენდა. ლოკოკინების ფერმის ბიზნესი იტალიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში ბიზნესის შექმნის იდეაც, სწორედ იტალიაში ნანახი ლოკოკინების ფერმის შემდეგ გაგვიჩნდა. იდეის განსახორციელებლად მივმართეთ „საქართველოს ბანკს“, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც სიღნაღში ფერმა გავაშენეთ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ბაზარზე პროდუქციისადმი ინტერესი ევროპის ქვეყნებთან შედარებით უფრო ნაკლებია, პროდუქციის სრული რეალიზება ექსპორტზე, იტალიაში ხორციელდება“, - აღნიშნავს კომპანია „სნეილ გარდენის“ დირექტორი, აკაკი ფაქსაძე. “ჩვენთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკისთვის, ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის წახალისება წარმოადგენს. განსაკუთრებით ისეთი ბიზნესის, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა და ექსპორტზეა ორიენტირებული. ვფიქრობთ, საქართველოში წარმოებული პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანა, ბიზნეს საკუთარი საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს. „სნეილ გარდენმა“ სიღნაღში სპეციალური ჯიშის (ჰელიქს ასპერსა მიულერი) ლოკოკინები გააშენა, რომელიც გამოიყენება როგორც საკვებად, ასევე პარფიუმერიის დასამზადებლად. ეს ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტია ამ კომპანიასთან და გვახარებს ის ფაქტი, რომ ბიზნესს გაფართოებისთვის უკვე აქვს გეგმები. „სნეილ გარდენი“ სამომავლოდ სამაცივრე მეურნეობის გაკეთებას და სხვა მწარმოებლებისგან საექსპორტოდ ლოკოკინების ჩაბარებას გეგმავს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ სალიაშვილი.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)