|
2023-05-14 17:00:33, 773 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - კანდიდატის სტატუსის არ მიღება არის მათი მთავარი მიზანი, რომ შემდეგ ამაზე ააწყონ გეგმები - ამის საშუალება არ უნდა მივცეთ
ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ არა მხოლოდ შევასრულოთ რეკომენდაციები, არამედ საბაბიც კი არ დავუტოვოთ ვინმეს ილაპარაკოს, რომ რაღაც არ შესრულდა“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რეკომენდაციების შესრულებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან პრაქტიკულად ყველა შესრულებულია, თუმცა, არსებობს საკითხები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ცალკე ვერ გადაწყვეტს და საჭიროა, ოპოზიციის მონაწილეობა. მისი განმარტებით, ისინი მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ ხელი არ შეუშალონ რეკომენდაციების შესრულებას, რადგან მდინარაძის თქმით, კანდიდატის სტატუსის არ მიღება არის ოპოზიციის მთავარი მიზანი, რომ შემდეგ ამაზე ააწყონ თავიანთი გეგმები. „რამდენიმე საკითხი რაც დარჩენილია, დანარჩენი პრაქტიკულად ყველა შესრულებულია ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, დამოკიდებულია ოპოზიციაზე, იქ დეპოლარიზაციის საკითხია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხია, ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციაზე და არის ისეთი საკითხები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ცალკე ვერ გადაწყვეტს. რამდენად ამის მოლოდინი გვაქვს თუ არ გვაქვს მეორე საკითხია, მაგრამ უნდა მოვუწოდოთ მათ რომ, რეკომენდაციების შესრულებას მათ არ შეუშალონ ხელი და უნდა ვამხილოთ თუ ამას გაბედავენ და გააკეთებენ საბოლოო ჯამში იმიტომ, რომ მათი გეგმები ვიცით. კანდიდატის სტატუსის არ მიღება არის მათი მთავარი გეგმის საფუძველი და მიზანი, რომ შემდეგ ამაზე ააწყონ თავიანთი გეგმები. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ და ქართულმა საზოგადოებამ პირველ რიგში უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა რეკომენდაციების შესასრულებლად და ვინ შეუშალა ხელი ამ ყველაფერს. თუკი რომელიმე ერთი პუნქტი მაინც შეუსრულებელი დარჩება, ამის მიზეზები უნდა იცოდნენ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ რომ საბაბიც კი არ დავუტოვოთ და ყველა პუნქტი შესრულდეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)