05:03 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-14 16:22:32, 762 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სასამართლო რეფორმაზე - გავყვებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და საბოლოო რედაქცია მსჯელობის საფუძველზე ჩამოყალიბდება

წარმოდგენილია სასამართლო რეფორმასთან, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ჩვენ გულდასმით გავეცანით ამ რეკომენდაციებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სასამართლო რეფორმაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მმართველი პარტიის ლიდერის თქმით,  სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით გადაისინჯება პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი და რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩამოყალიბდება საბოლოო რედაქცია.

„ჩვენ პირნათლად ვასრულებთ 12 პუნქტს. ზედმიწევნით გავყვებით იმ რეკომენდაციებს, რომლებიც არის წარმოდგენილი. შესაბამისად, გადაისინჯება ის დოკუმენტი, რომელიც ინიცირებულია და სწორედ ამ მსჯელობის საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოო რედაქცია, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. სასამართლოს ნაწილშიც 12-დან ერთ-ერთი პუნქტი იქნება სათანადოდ შესრულებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics