10:38 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 11:00:18, 650 ნახვა

სხვადასხვა
ზელენსკის ევროვიზიის ფინალში სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს

ევროვიზიის ორგანიზატორებმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შაბათს მუსიკალური კონკურსის ფინალზე მიმართვის შესაძლებლობა არ მისცეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება „ევროვიზიის არაპოლიტიკურ ხასიათს“.

ზელენსკის სურდა მიემართა 160 მილიონიანი აუდიტორიისთვის, რათა გაეგრძელებინა უკრაინის მხარდაჭერა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არის საერთაშორისო გასართობი შოუ და ექვემდებარება მკაცრ წესებსა და პრინციპებს, რომლებიც დაწესდა მისი დაარსების დღიდან. კონკურსის ერთ-ერთი საფუძველია ღონისძიების არაპოლიტიკური ხასიათი. ეს პრინციპი კრძალავს კონკურსის ფარგლებში პოლიტიკური ან მსგავსი განცხადებების გაკეთების შესაძლებლობას“, - ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირისა და ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის BBC-ის განცხადებაში, რომლებიც წელს მასპინძლობენ ევროვიზიას.

2023 წელს კონკურსი უკრაინაში უნდა ჩატარებულიყო, რადგან შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra გახდა. მაგრამ ქვეყანაში საომარი მოქმედებების გამო, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა კონკურსის მასპინძლობის უფლება დიდ ბრიტანეთს გადასცა, რომლის წარმომადგენელიც გასულ წელს მეორე ადგილზე გავიდა. შეჯიბრის ფინალი 13 მაისს ლივერპულში გაიმართება.

მანამდე ვლადიმერ ზელენსკიმ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ურჩევნია ევროვიზია ჩატარდეს უკრაინასთან უფრო ახლოს მდებარე ქვეყანაში, სადაც უკრაინელებისთვის მოსვლა უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ ამავე დროს მან პატივისცემა გამოხატა დიდი ბრიტანეთის მიმართ, სადაც კონკურსი ომის გამო გადაიდო.

უკრაინა, როგორც წინა გამარჯვებული, ავტომატურად გადის პირდაპირ ფინალში. წელს უკრაინას წარმოადგენს TVORCHI სიმღერით Heart of Steel.

უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთს და ბელორუსს კვლავ შეუჩერეს ევროვიზიაზე მონაწილეობა.

მარტში ოსკარის ორგანიზატორებმა ასევე უარყვეს ზელენსკის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსვლის შესაძლებლობა. გასული წლის სექტემბერში, ზელენსკის თხოვნა, რომ სექტემბერში ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გამოსულიყო, უარყოფილი იქნა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics