18:48 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-11 21:40:38, 837 ნახვა

პოლიტიკა
კიევი: რუსეთი საქართველოს სთავაზობს ეშმაკთან გარიგებას, ეშმაკთან გარიგებას კი ეშმაკი იგებს

ოფიციალური კიევი მიიჩნევს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოსთან ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ მოსკოვის ერთგვარი მადლიერებაა საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ არ შეუერთდა დასავლეთის სანქციებს და შეანელა მოძრაობა ევროკავშირში.

"ევროპეისკა პრავდას" ცნობით, შესაბამისი კომენტარი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ გამოაქვეყნა.

„ჩვენ განვიხილავთ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას გააუქმოს რუსეთის ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის და აღადგინოს საჰაერო მიმოსვლა, როგორც პოლიტიკური კომპენსაცია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების უარის სანქციების დაწესებაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უკრაინაზე თავდასხმის გამო. ევროინტეგრაცია ... რუსეთი საქართველოს სთავაზობს ეშმაკთან გარიგების დადებას. ეშმაკთან გარიგებისას კი, მოგეხსენებათ, ეშმაკი იმარჯვებს“, - თქვა მან.

ცნობისთვის, გუშინ, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.

აღსანიშნავია, რომ ფრენის აკრძალვის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მედიამ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ.

 პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას გამოეხმაურა და დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება უწოდა.

მისივე თქმით, რუსეთში 1 მილიონი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, აქედან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება მათ გაუადვილებს საქართველოში ჩამოსვლას, ახლობლების ნახვას და გადაადგილებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics