12:51 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-11 10:04:38, 1951 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - პარტნიორებთან ერთად უკრაინის თავდაცვის ახალ პაკეტებზე ვმუშაობთ

პარტნიორებთან ერთად უკრაინის თავდაცვის ახალ პაკეტებზე ვმუშაობთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მათ უნდა დაუბრუნონ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა მთელ უკრაინულ და ევროპულ მიწას.

„ჩვენი საერთაშორისო ბლოკი პარტნიორებთან უკრაინის თავდაცვის ახალ პაკეტებზე მუშაობს. ახალი გადაწყვეტილებები უკვე სამუშაო დონეზეა. მეტი დაცვა ჩვენი ცისთვის, მეტი შესაძლებლობა ჩვენი თავდაცვისა და სახმელეთო გადაადგილებისთვის. დღეს რამდენიმე შეხვედრა გავმართე, სადაც განვიხილეთ ეს ყველაფერი. უახლოეს მომავალში ველით შესაბამის ნაბიჯებს ჩვენი პარტნიორებისგან.

ერთი წუთითაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოკუპანტის ჩვენს მიწაზე ყოფნის ყოველი დღე ცდუნებაა მისთვის იფიქროს, რომ წარმატებას მიაღწევს. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა მთელ უკრაინულ მიწას - მთელ ევროპულ მიწას. ჩვენ ამას გავაკეთებთ! მტერს ჩვენი მიწის არც ერთ ნაჭერს არ დავუტოვებთ - ტირანია ვერსად გამეფდება!“,- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics