2023-05-08 22:16:05, 917 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „რუსული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ყველაფრიდან იპარავს და ძარცვავს ქართველ ხალხს
„რუსული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ყველაფრიდან იპარავს და ძარცვავს ქართველ ხალხს, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ელექტროენერგიის ტარიფს.
მისივე თქმით, დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად აუცილებელია ტარიფების გადახედვა.
“საქართველო, წელიწადში დაახლოებით 70 - 80 მილიონამდე დოლარის ელექტროენერგიას ყიდულობს .... როდესაც 3.25 იყო დოლარის კურსი, 260 მილიონი ლარით ყიდულობდნენ ამ 80 მილიონ დოლარს და ახლა 80 მილიონი დოლარის საყიდლად - 199 მილიონი ლარია საკმარისი ... ამ კურსის ცვლილებით, საშუალოდ 50- 60 მილიონი ლარი დარჩებათ, მოიგებენ, მოიპარავენ ... ზედმეტობით ამ სხვაობას გაზრდილი ტარიფით გვახდევინებენ. „რუსული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ყველაფრიდან იპარავს და ძარცვავს ქართველ ხალხს. გადაიხედოს ტარიფები დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად!”, - წერს ხაბეიშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,