|
2023-05-08 10:20:50, 1131 ნახვა
ეკონომიკა
Green Gardens-ი „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, ბათუმში 16 ვილას აშენებს
„საქართველოს ბანკი“ დეველოპერული და ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, Green Gardens-ი ბათუმში 3 580 კვ.მ. ფართობზე 16 ვილას აშენებს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 1.4 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 2 მილიონი აშშ დოლარია. Green Gardens Batumi, რომელიც სტარტაპ დეველოპერულ კომპანიას წარმოადგენს, ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. აღნიშნული პროექტის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2024 წლის ბოლოს დასრულდება. „ჩვენი კომპანია „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბათუმში, მშვიდ, წყნარ და გამწვანებულ უბანში 16 ვილას აშენებს. გეოგრაფიული მდებარეობაც ხელს გვიწყობს ჩაფიქრებული კონცეფციის შესრულებაში. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი კომპანიის დასახელებაც - Green Gardens Batumi. გვინდა მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა, პრემიუმ კლასის ვილებში დასახლდნენ, იცხოვრონ მწვანე, მშვიდ და კომფორტულ გარემოში, საიდანაც ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან სულ რაღაც 5-10 წუთის სავალზე იქნებიან. პროექტში გათვალისწინებულია ორი ტიპის - ორ სართულიანი და სამ სართულიანი ვილები, რომლებსაც იზოლირებული ეზო, ინდივიდუალური პარკინგი, საერთო სარგებლობის აუზი და საბავშვო ზონა ექნებათ. მწვანე გარემოსთან ერთად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამშენებლო მასალების კუთხით სრულად ენერგოეფექტურ მასალას ვიყენებთ, რადგან სხვადასხვა ენერგომატარებლის სამომავლო მოხმარება კიდევ უფრო შევამციროთ. რაც შეეხება „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობას, მათთან თანამშრომლობა მაშინვე დავიწყეთ როგორც კი პროექტის კონცეფცია გაჩნდა. ბანკის გუნდი პირველივე დღიდან აქტიურად გვგულშემატკივრობდა და სრული ნდობა გამოგვიცხადა პროექტის აქტიურ ფაზაში გადასაყვანად. ამის შედეგად წარმატებული თანამშრომლობაც შედგა, რაც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, თამარ დიასამიძე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ისეთ მზარდ კომპანიებს, როგორიც Green Gardens Batumi-ა, რადგან კომპანიის წარმომადგენლები არ უშინდებიან გამოწვევებს და განსხვავებული კონცეფციის პროექტს გვთავაზობენ. რაც მთავარია, პროექტი მწვანე გარემოში და ენერგოეფექტური მასალებით შენდება, რაც მომხმარებლისთვის დამატებით ბენეფიტს წარმოადგენს. კომპანია არსებული პროექტის მიმდებარედ განსავითარებელ მიწის ნაკვეთს ფლობს და სამომავლოდ უკვე შემდეგი ფაზის ჩაშვებასაც განიხილავს. ეს კი არა მხოლოდ აჭარის რეგიონს, არამედ ტურიზმის სექტორს კიდევ უფრო გააძლიერებს, რადგან პროექტი განსაკუთრებული კონცეფციიდან გამომდინარე მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტს“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის ხელმძღვანელი, ნათია ღლონტი.
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ჰაკერები პენტაგონის ახალ ღრუბლოვან პლატფორმაში შეიჭრნენ, რომელიც საჰაერო თავდაცვის რადარის მონაცემებს ინახავს
თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა
კობახიძე თურქების პოგრომზე - მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
|
რედაქტორის რჩევით
ბათუმში არეულობა – თურქეთის ზეწოლა და თბილისის დუმილი, როგორ უნდა იმოქმედოს უეფამ
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



