09:09 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 17:50:46, 1203 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით ქრისტინა თაკალანძეს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქე ქრისტინა თაკალანძეს 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააგენტო Apsnypress-ის ცნობით, განაჩენი დღეს, 5 მაისს, მოსამართლე ბესლან ბერულავამ გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თაკალანძე ვადას საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოიხდის. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით (ჯაშუშობა) დანაშაულის ჩადენაში.

„განჩინება საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო კოლეგიაში გადაწყვეტილების სრული ტექსტის გამოტანიდან 15 სამუშაო დღის ვადაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

განაჩენის შესახებ ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა.

თაკალანძე გასული წლის 20 ივლისს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დააკავეს. მედია წერდა, რომ თაკალანძის ტელეფონში, სავარაუდოდ, რუსული საგუშაგოს ფოტო აღმოაჩინეს. როგორც ვარაუდობენ, მან ეს სურათი ქართულ დაზვერვას გაუგზავნა. თავად საქართველოს მოქალაქემ უარყო ეს ბრალდებები.

ადვოკატმა ავთანდილ ჭკადუამ „ეხო კავკაზასთან“ საუბარში განაცხადა, რომ თაკალანძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკანონოდ აღიძრა, ვინაიდან საქმის მასალებში მის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის.

მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ აქტიურად მუშაობენ „საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით“. გააქტიურდა ცხელი ხაზი, ინფორმირებული იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები.

აფხაზეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თბილისს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

1998 წელს ზუგდიდში დაბადებული ქრისტინე თაკალანძე გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ცხოვრობდა. ის გასული წლის 20 ივლისს, გალის რაიონში დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics