|
2023-05-05 17:15:29, 1129 ნახვა
საზოგადოება
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი - დაგვპირდნენ, რომ პროტოკოლის დამტკიცების მაქსიმალური ვადა 10 ივნისი იქნება
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა, იშვიათი დაავადების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა შორის დასრულდა. როგორც ერთ-ერთი მშობელი, მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს მშობლები გაეცნენ სამუშაო ჯგუფს, რომლებიც პროტოკოლზე მუშაობენ, მათგან კი მშობლებმა სიტყვიერი დაპირება მიიღეს, რომლის თანახმადაც, პროტოკოლის დამტკიცების ვადა იქნება მაქსიმუმ 10 ივნისი. "მორიგი შეხვედრა დასრულდა ჯანდაცვის სამინისტროში. 1. გავეცანით ექიმების სამუშაო ჯგუფს, რომლებიც პროტოკოლზე მუშაობენ და გაგვაცნეს, რა ეტაპზე არიან ახლა. მათგან მივიღეთ სიტყვიერი დაპირება პროტოკოლის დამტკიცების ვადაზე - მაქსიმუმ 10 ივნისი. 2. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლისგან მივიღეთ მზაობა, რომ ერთი დღე იქნება მათთვის საკმარისი, პროტოკოლის დამტკიცებიდან, ვოსორიტიდისთვის საჭირო თანხის გამოსაყოფად. 3. ბიომარინთან კომუნიკაციის დეტალებს გავეცანით - არის წინსვლა, თუმცა აქ ვადები ბუნდოვანია. 4. რაც მთავარია, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ოფიციალურად ჩაგვსვა მშობლები ყოველკვირეულ საკოორდინაციო საბჭოს წევრებში. ამ ყველაფერს დღეს შევაჯამებთ მშობლები და მივიღებთ პროტესტის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას", - წერს მშობელი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, დაახლოებით, ორი კვირაა, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციებს მართავენ და ქვეყანაში მედიკამენტ "ვოზორიტიდის" შემოტანას ითხოვენ. დედები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასაც ცდილობდნენ, მაგრამ აუდიენცია არ შემდგარა. 24 აპრილს, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე მშობლებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს გაიდლაინით მკურნალობას", საქართველო პროგრამაში ჩაერთვება. მთავრობის მეთაურის თქმით, მედიკამენტის შემოტანაზე "ცოტა მოცდაა საჭირო". აღსანიშნავია, რომ დედებთან შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი აღნიშნულის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსაც შეხვდა და აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის საკითხზე სამინისტროს სამოქმედო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მშობლების აქციაზე რამდენჯერმე მივიდა სახალხო დამცველიც. ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატი, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, პროცესში აქტიურადაა ჩართული და აქციის მონიტორინგს ახორციელებს. უფრო ადრე, დედებთან შეხვედრა გამართა თვითონ ზურაბ აზარაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს".
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)