|
2023-05-05 14:53:20, 986 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციიის წარმომადგენლებზე - რა გამოდის, მათ აქვთ „ქოლცენტრები“ და ითხოვენ, ჩვენივე „ქოლცენტრების“ საქმეს თავად გამოვიძიებთო
კომისიას რომ ითხოვენ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე რა გამოდის, ამ ლოგიკას თუ გავყვებით: მათ აქვთ „ქოლცენტრები“ და მოდი, ამ ჩვენი "ქოლცენტრების" საქმეს თავადვე გამოვიძიებთო, ეს მოთხოვნა ჰქონიათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ოპოზიციის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქართველმა სამართალდამცველებმა, გერმანელ კოლეგებთან ერთად გახსნეს ე.წ. „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებული საქმეები, რომლებშიც ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლის სახელი საეჭვოდ იკვეთება. „შეფასებებს დავანებოთ ჯერ თავი, რასთან გვაქვს საქმე, რა დევს ხელის გულზე და რა ფაქტებია: ქართველმა სამართალდამცავებმა გახსნეს უამრავი საქმე და გერმანელ სამართალდამცავებთან ერთად ჩატარებულ ბრიფინგებში, კონკრეტული მიმართულება იყო გამოკვეთილი. ამის შემდეგ, „ბიბისის“ ფილმი ვნახეთ, სადაც ასევე კონკრეტული მიმართულება იყო გამოკვეთილი. შემდეგ „ნაცმოძრაობის“ მომხრე თუ პროპაგანდისტი ერთ-ერთი ჟურნალისტის ოფისში თუ მის სამუშაო ადგილას აღმოჩნდა „ქოლცენტრი“. უკვე ახალი, „უცხელესი“ ინფორმაცია ვაშაძის და როგორც თქვენ ბრძანეთ, არახამიას „ქოლცენტრებზე“. ზოგჯერ ამბობენ, რომ გაქირავებული აქვთ, ზოგჯერ ამბობენ, რომ ტურისტული კომპანიაა, რამდენიმე წუთის წინ ახალი ვერსია იყო სასტუმროა და გაქირავებულიაო - რატომ ემთხვევა ასე? „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტების და დამფინანსებლების მიმართულებით, სულ შემთხვევით დაემთხვა ამდენი რამე?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი განმარტებით, ოპოზიცია ცდილობს, საგამოძიებო ორგანოებიდან პარლამენტში ის საქმეები გადმოიტანოს, რომლებშიც თავადვე ფიგურირებენ. „ჩემი ძმის ფართში რომ არის განთავსებული, ჩემი პარტნიორის ფართში რომ არის განთავსებული, ჩემს მეგობარს რომ ჰქონდა გაქირავებული და აზრზე რომ არ არის - ყველგან „ქოლცენტრები“ რომ აღმოჩნდა, მოდი, ამ საქმეს ჩვენ გამოვიძიებთ და არ ვენდოთ არც ქართველ სამართალდამცველებს, რომლებმაც სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს განსაკუთრებით ამ მიმართულებით, არც გერმანელ, არც სხვა ევროპელ სამართალდამცველებსო. იმ საქმეს, სადაც ჩვენ ვართ ეჭვმიტანილები, მოდი, ჩვენ გამოვიძიებთ პარლამენტშიო, გვეუბნებიან და მგონი, სწორი დასკვნების გამოტანა ძალიან მარტივია.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)