|
2023-05-05 11:21:34, 1396 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით პროექტი - „აჭარული მზითვის ფერი" - გრძელდება
7 მაისს, თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში, ფართო საზოგადოებას საშუალება ექნება დაესწროს ფოტოხელოვან ირმა შარიქაძის პერფორმანსს აჭარული ნაქარგობების თემაზე და იხილოს ფილმი „აჭარული მზითვის ფერი, რომელიც პარიზის მოდის ფილმების ფესტივალის გამარჯვებულია. "აჭარული მზისთვის ფერი" კიდევ ერთი, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პროექტია, რომლის მხარდაჭერასაც „თიბისი“ განაგრძობს. პროექტი აჭარული ნაქარგობის ტრადიციის გაცოცხლებასა და პოპულარიზაციას ემსახურება. „თიბისის“ მხარდაჭერით, ფოტოხელოვან ირმა შარიქაძის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის, რაც გულისხმობს მაღალმთიან აჭარაში ქარგვის ტრადიციების თანამედროვე მედიუმებში გადმოტანას. მხარდაჭერის ფარგლებში არაერთი ერთობლივი ინიციატივა განხორციელდა: „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურმა სივრცემ აჭარული ნაქარგობის თემაზე ირმა შარიქაძის ფოტონამუშევრების გამოფენას, დოკუმენტური ფილმის - „აჭარული მზითვის ფერი" - ჩვენებასა და პანელურ დისკუსიებს უმასპინძლა. დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ხელსაქმის შესახებ, რომელიც არა მარტო აჭარის, არამედ მთელი ქვეყნის კულტურული ტრადიცია და საგანძურია. ახალი თაობისთვის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მისი შენარჩუნების მხარდაჭერა „თიბისისთვის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, პროექტის შემდგომი ეტაპის მიზანია აჭარული კულტურული მემკვიდრეობის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა, ახალი სიცოცხლისა და დანიშნულების მიცემა. ამ მიზნით, ადგილობრივი ქალების მიერ აჭარული ნაქარგობით გაფორმებული მაისურები ირმა შარიქაძის ბრენდთან Irma de Flore თანამშრომლობით შეიქმნა. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, 100 უნიკალური საჩუქარი „თიბისის“ და ფოტოხელოვანის პარტნიორებს თემის შინაარსის უკეთ გაცნობის მიზნით გადაეცა. „თიბისის“ მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში - "აჭარული მზითვის ფერი"- კიდევ არაერთი საინტერესო ინიციატივაა დაგეგმილი, რომელიც ხელს შეუწყობს ტრადიციული კონტექსტის პოპულარიზაციას მათ ხელახლა აღმოსაჩენად და შესანარჩუნებლად, თემის გარშემო შექმნილ უნიკალურ ნამუშევრებს კი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)