|
2023-05-05 10:04:57, 1607 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ქარქაშაძე - USAID-თან ჩვენმა ერთობლივმა კვლევამ აეროპორტების მიხედვით 5 საუკეთესო პოტენციური მიმართულება გამოავლინა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში USAID Georgia-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, დევიდ ჰოფმანს უმასპინძლა. აეროპორტის დათვალიერების შემდეგ ავიამიმართულებების განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო კონსულტანტმა იმუშავა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, USAID-თან ერთობლივმა კვლევამ აეროპორტების მიხედვით 5 საუკეთესო პოტენციური მიმართულება გამოავლინა. "მადლობა მინდა გადავუხადო USAID Georgia-ს და მის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც მან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის გასწია. მათ გადაამზადეს და ტრენინგები ჩაუტარეს სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს თანამშრომლებს. ასევე, ერთობლივად ჩავატარეთ კვლევა აეროპორტების მიხედვით იმ პოტენციური მიმართულებების გამოსავლენად, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მათ შორის, რამდენიმე ,,ბიზნეს ქეისი“ უკვე გამოვიყენეთ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად და აქედან რამდენიმე მიმართულება დადასტურდა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ ჩვენს მგზავრებს და მოქალაქეებს",- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. პროექტის ფარგლებში მოხდა საქართველოს საავიაციო ბაზრის შეფასება, გამოვლინდა საუკეთესო პოტენციური 5 მიმართულება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში და ის ძირითადი ავიაკომპანიები, რომელთაც მოლაპარაკებების პროცესში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ბიზნეს შეთავაზებებს გაუკეთებს. ანგარიში მოიცავდა საქართველოს ბაზრისთვის ხუთ კომერციულ შეთავაზებას, რომლებსაც განვითარების პოტენციალი აქვთ და რეალიზების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ. "პირველად ვარ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და ნამდვილად მოხიბლული ვარ. ეს არის აეროპორტი, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულ და ეკომეგობრულ არაჩვეულებრივ დიზაინს. თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი გამწვანებული ტერასა, ასევე გეგმავთ მზის პანელების მოწყობას. USAID-ი არის ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებს. ჩვენ მრავალი მიმართულებით ვთანამშრომლობთ აეროპორტების გაერთიანებასთან, რათა დავეხმაროთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გახდეს არამხოლოდ ადგილი, საიდანაც მგზავრი მიფრინავს, არამედ ვაქციოთ ის ტურიზმის, ეკონომიკის, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად. ასევე კულტურულ ჰაბად და შეხვედრების ადგილად. აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობით ჩვენ ველოდებით ეკონომიკური ზრდის ახალ საფეხურზე გადასვლას",- განაცხადა USAID Georgia-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰოფმანმა. პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი ბიზნეს შეთავაზებები მოიცავს: ლონდონი - თბილისის, დელი-თბილისის, ბრიუსელი-თბილისის; სტამბული-ქუთაისის და ჯედა/რიადი - ქუთაისის მიმართულებებს.
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)