|
2023-05-04 17:28:13, 863 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი მელიას - პოლიტიკურ პარტიას მოუწოდო პოლიტიკური პროცესების შეწყვეტისკენ, ცოტა უცნაურია
ჩვენ პოლიტიკური პარტია ვართ და პოლიტიკურ პარტიას მოუწოდო პოლიტიკური პროცესების შეწყვეტისკენ, ცოტა უცნაურია,- ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, პარტიაში არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიღებულია და აღარ შეიცვლება. „არჩევნები ჩანიშნულია, არჩევნები სჭირდება პარტიას, მათ შორის იმისთვის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება და ნებისმიერი მოქმედება, რომელიც აქტიურობისთვის იქნება მნიშვნელოვანი, პარტია უნდა იყოს ძლიერი ინფრასტრუქტურულად და კონკრეტული მანდატები უნდა ჰქონდეს ადგილზე ხალხისგან. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იმართება კაბინეტიდან, ვეღარ გაიმართება და ყველამ კარგად უნდა იცოდეს,რომ ადგილებზე პარტიების ხელმძღვანელების ბედს გადაწყვეტენ ამომრჩევლები. შესაბამისად, ეს პროცესი დამთავრდება 20 მაისამდე და პარტია გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული. პოლიტიკური პარტია პოლიტიკურ პროცესებს ვერ შეწყვეტს, ეს წარმოუდგენელი რამეა. ჩვენ პოლიტიკური პარტია ვართ და პოლიტიკურ პარტიას მოუწოდო პოლიტიკური პროცესების შეწყვეტისკენ, ცოტა უცნაურია. თქვენ 19 აპრილს ჟურნალისტები იყავით, სადაც დავაანონსე არჩევნების გამოცხადების შესახებ და ორი კვირა გავიდა მას შემდეგ. ამიტომ, არათუ კონკრეტულ ადამიანებთან, საზოგადოებასთან მქონდა, საზოგადოება ჩავაყენეთ საქმის კურსში და ცხადია, ამ ორი კვირის განმავლობაში, აბსოლუტურად ყველა დონეზე იყო კონსულტაციები და პარტიაში მიღებულ იქნა არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება, ეს აღარ შეიცვლება. პარტიაში პოლიტიკური პროცესი დასრულდება ძალიან მალე და პარტია იქნება გაძლიერებული“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ენმ-ში ყოველგვარ შიდაპარტიულ საკითხზე, მათ შორის პარტიულ არჩევნებზე საუბარი უნდა შეწყდეს.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)