|
2023-05-04 16:46:42, 1548 ნახვა
ომი უკრაინაში
კირბი - არავინ წაგვიხალისებია უკრაინის საზღვრებს გარეთ თავდასხმის განხორციელებაში - აშკარაა, პესკოვი იტყუება
ჩვენ არავინ წაგვიხალისებია უკრაინის საზღვრებს გარეთ თავდასხმის განხორციელებაში, აშკარაა, რომ პესკოვი იტყუება,- ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბის თქმით, აშშ არ კარნახობს უკრაინელებს იმას, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი და არც მათ მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე იძლევიან ბრძანებებს. "ჩვენ უკრაინელებს არ ვკარნახობთ, როგორ დაიცვან თავი და არც მათ მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე ვაძლევთ ბრძანებებს. ჩვენ არავინ წაგვიხალისებია უკრაინის საზღვრებს გარეთ თავდასხმის განხორციელებაში. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა მოხდა. ახლა ამის შეფასება ხდება. შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ამაში აშშ-ის მონაწილეობა არ ყოფილა. რაც იყო, ჩვენ არ გვეხებოდა. ჩვენ არაფერი გვქონდა ამ საქმესთან საერთო. აშკარაა, რომ პესკოვი იტყუება",- განაცხადა კირბიმ. შეგახსენებთ, გუშინ, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა კრემლის შენობას დრონებით დაესხა თავს. კრემლმა მომხდარი ტერორისტულ აქტად მიიჩნია და განაცხადა, რომ "იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები". მომხდარს მალევე გამოეხმაურა უკრაინა. თავდაპირველად, განცხადება პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინა კრემლის თავდასხმაზე ინფორმაციას არ ფლობდა. მოგვიანებით, ფინეთში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევს მოსკოვზე ან პირადად ვლადიმერ პუტინზე თავდასხმა არ უცდია. აღსანიშნავია, რომ მომხდარის შემდეგ, მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება აიკრძალა. ამასთან, დღეს, 4 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას.
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)