11:44 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 19:30:36, 1791 ნახვა

ომი უკრაინაში
ხერსონის და ხერსონის რეგიონის მასიური დაბომბვისას 16 ადამიანი დაიღუპა 22 დაიჭრა

ხერსონის და ხერსონის რეგიონის დასახლებების მასიური დაბომბვისას, 16:30 საათის მონაცემებით, 16 ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 22-მა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები. - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება.

მათივე ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონობლენერგოს საჰაერო და საკაბელო ელექტრო ქსელების სამსახურის ბრიგადას ცეცხლი გაუხსნეს სოფელ სტეპანოვკასთან. ენერგეტიკულმა ინჟინერებმა შეაკეთეს ელექტრო ქსელები რუსული არმიის რეგულარული თავდასხმების შემდეგ, რათა ხალხს მიეწოდებინათ სინათლე.

სამწუხაროდ, ენერგოკომპანიის სამი თანამშრომელი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ეს არის ოსტატი ვლადისლავ პიდგაინი, ელექტრიკოსები ანდრეი ფედოტკინი და არტემ ვერეტელნიკი.
ხერსონის რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულების დარღვევაზე, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

3 მაისს რუსებმა ხერსონსა და რეგიონში რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics