2023-05-03 15:53:06, 931 ნახვა
პოლიტიკა
ბუნდესტაგის დელეგაციის წევრი, თომას ჰაკერი ნიკა გვარამიასთან არ შეუშვეს
ბუნდესტაგის დელეგაციის წევრი, თომას ჰაკერი სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ნიკა გვარამიასთან არ შეუშვეს.
ჰაკერის თქმით, მას განუმარტეს, რომ საქართველოში არსებული კანონით უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ ეძლევა უფლება, მოინახულოს პატიმარი.
"როგორც განმიმარტეს, საქართველოში არსებული კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აძლევს უფლებას პატიმრის მონახულების, ამიტომ არ შემიშვეს ნიკა გვარამიას მოსანახულებლად. მე აქ ვარ, რომ გამოვხატო ნიკა გვარამიასა და თავისუფალი მედიის მიმართ მხარდაჭერა. ევროკავშირმა მხარი დაუჭირა და ღიად თქვა რეზოლუციით, რომ მისი პატიმრობა უნდა შეიცვალოს, რომ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები",- განაცხადა თომას ჰაკერმა „მთავარ არხთან" საუბრისას.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ნიკა გვარამიას სოლიდარობის აქცია იმართება. აქციას ბუნდესტაგის დელეგაციის წარმომადგენელი თომას ჰაკერიც შეუერთდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,