|
2023-05-02 16:25:41, 1684 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩერევატი - რუსეთს ბახმუტის აღება 9 მაისამდე სურს
რუსეთს ბახმუტის აღება 9 მაისამდე სურს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი ბახმუტის აღების თარიღის გადადებაში გინესის რეკორდს დაამყარებს, ვინაიდან, ბახმუტის აღების პირველი თარიღად მათ 2022 წლის ივლისი დაასახელეს, თუმცა ის დღემდე მყარად დგას. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის მიერ დასახული გეგმები რეალობად არ იქცეს. "რუსეთს 9 მაისამდე სურს ბახმუტის აღება, მაგრამ თავდაცვის ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მათი გეგმები რეალობად არ იქცეს. მალე გინესის რეკორდს დაამყარებენ [ბახმუტის] აღების თარიღის გადადებაში. მარტის ბოლომდე მათ მთელი დონბასი უნდა აეღოთ. ბახმუტის აღების პირველი თარიღები 2022 წლის ივლისში იყო, თუმცა ის დღემდე მყარად დგას", - განაცხადა ჩერევატიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)