|
2023-05-02 12:58:27, 1699 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანულმა დაზვერვამ რუსული არმიის მთავარ პრობლემა დაასახელა
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალ-პოლკოვნიკისა და ომის დამნაშავე მიხაილ მიზინცევის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის აგრესორი ქვეყნის არმიის პრობლემებზე მიუთითებდეს. ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსული სოციალური ქსელებით აპრილის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია მიზინცევის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რომელიც სამხედრო ლოჯისტიკას ხელმძღვანელობდა და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მხოლოდ რვა თვე იყო. ბრიტანული დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ მიზინცევის სამსახურიდან გათავისუფლება მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინაში რუსული არმიის უმთავრესი პრობლემა კვლავ ცუდი ლოგისტიკაა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთს არ აქვს საბრძოლო მასალა შეტევაში წარმატების მისაღწევად. საბრძოლო მასალის ნაკლებობა იწვევს შიდა უთანხმოებებს, პირველ რიგში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის შორის. მანამდე ომის შესწავლის ინსტიტუტმა (ISW) იტყობინება, რომ ვლადიმერ პუტინი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ან მალავდნენ ან ფრთხილად აცხადებდნენ სარდლობის ცვლილებებს უკრაინის ომის განმავლობაში, რათა დაიცვან თავი კრიტიკისგან, ეპოვათ განტევების ვახები სამხედრო წარუმატებლობისთვის. რუსული საინფორმაციო სივრცის დასამშვიდებლად ან მცირე ტერიტორიული მიღწევების ოპერაციულ გამარჯვებებად გაყიდვის მცდელობებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)