10:47 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 10:13:07, 1995 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი უკრაინას ერთ-ერთი სოფლის დაბომბვაში ადანაშაულებს

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა სოფელი კურკოვიჩი დაბომბეს.

მისი თქმით, უკრაინის თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა

"დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სტაროდუბსკის მუნიციპალიტეტის სოფელი კურკოვიჩი დაბომბეს. არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. დაბომბვის შედეგად ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური“,- წერს ბოგომაზი.

ცნობისთვის, მანამდე 30 აპრილს, ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ რუსეთში, ბრიანსკის ოლქის სოფელი სუზემკა დაბომბა, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, გუშინ, 1-ელ მაისს რუსეთში, ბრიანსკის ოლქის რკინიგზის ლიანდაგზე აფეთქება მოხდა, რის გამოც, მატარებელი რელსებიდან გადავარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
უკრაინამ იაროსლავში რუსეთის ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორეჯერ დაარტყა
ტრამპი: აშშ-მ შესაძლოა ირანში პიკაქსის მთას დაარტყას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics