|
2023-05-02 09:09:11, 1609 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტი - რუსი დამპყრობლები ჩვენგან პასუხს ყოველ თავდასხმაზე მიიღებენ
რუსი დამპყრობლები მიიღებენ უკრაინის პასუხს ყოველ თავდასხმაზე და უკრაინელი მეომრები ამას ყოველდღე და ყოველ ღამით უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რუსეთს უკრაინის მიწაზე მხოლოდ დაარცხება ელის. "მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც იცავენ ჩვენს პოზიციებს, იგერიებენ რუსეთის თავდასხმებს, ეხმარებიან პოზიციებზე მახლობლად მყოფ თანამემამულეებს და მაქსიმალურად ანადგურებენ ოკუპანტს. რაც უფრო ზუსტები არიან უკრაინელები, რაც უფრო მეტად უჭერენ მხარს უკრაინელები ერთმანეთს, მით უფრო სწრაფად განადგურდება რუსული ბოროტება. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც უკრაინისა და მსოფლიოს საერთო ამოცანას ასე ხედავს: ტერორისტული სახელმწიფოს აშკარა დამარცხება და უკრაინისა და მთელი ევროპის სამართლიანი მშვიდობა", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)