|
2023-05-01 23:24:34, 671 ნახვა
პოლიტიკა
ჩინეთმა პირველად დაუჭირა მხარი გაეროს რეზოლუციას, რომელშიც საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი აგრესორია
ჩინეთმა პირველად მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც რუსეთის ფედერაცია აგრესორად იყო გამოცხადებული. საუბარია რეზოლუციაზე ორგანიზაციასა და ევროსაბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი მიიღება ყოველწლიურად. 2023 წლის გამოცემა, კერძოდ, ეხება რუსეთის აგრესიას უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ. „უპრეცედენტო გამოწვევები, რომლებიც დგას ევროპის წინაშე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდეგ, მანამდე კი საქართველოს წინააღმდეგ, და რუსეთის ფედერაციის ევროსაბჭოში წევრობის შეწყვეტას, მოითხოვს გაეროსა და ევროსაბჭოს შორის თანამშრომლობის გაზრდას. კერძოდ, ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პატივისცემაზე დაფუძნებული მშვიდობისა და უსაფრთხოების სწრაფი აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით…“, - ნათქვამია რეზოლუციაში. დოკუმენტი 122 ხმით მიიღეს. კერძოდ, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ჩინეთმა, ინდოეთმა და ბრაზილიამა, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობენ. წინააღმდეგ ხუთმა ქვეყანამ მისცა ხმა, კერძოდ რუსეთი, ბელარუსი, ნიკარაგუა, სირია და ჩრდილოეთ კორეა. გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერხი კისლიცამ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობდა მოეხსნა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ხსენება, მაგრამ ეს არ მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)